ჩვენი ისტორია
Start Academy საგანმანათლებლო სივრცეში გამოჩნდა პროგრამით ‘’პროფესიული პროგრამები ICT სექტორისთვის ‘’, რომელიც დაფინანსდა USAID Industry-Led skills development program - ის ფარგლებში. 2022 წელს, პროგრამის ფარგლებში, სტუდენტების მიღება მოხდა შემდეგი მიმართულებებით:
- ICT პროექტების მენეჯმენტი;
- მონაცემთა ანალიტიკა;
- კონტენტის შექმნა.
პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე რეგისტრაცია გაიარა 750-ზე მეტმა სტუდენტმა, მეორე ეტაპისთვის კი სამივე მიმართულებიდან შეირჩა 45 სტუდენტი. პროექტის დასასრულს გვყავს 40 სერტიფიცირებული კურსდამთავრებული, საიდანაც 7 ადამიანი დასაქმდა ახალი მიმართულებით და 3 მათგანმა გაიუმჯობესა პოზიცია არსებულ სამსახურში.