პროექტის შესახებ

პროფესიული პროგრამები ICT სექტორისთვის

პროექტი ხორციელდება The USAID industry-led skills development program_ ის დაფინანსებით.

ჩვენი მიზანია შევქმნათ უნარების განვითარების სისტემაში ჩართულობის ინოვაციური მოდელი, რომელიც გადაამზადებს ინდივიდებს ყველაზე მოთხოვნადი პოზიციებისთვის.

პროექტი ორიენტირებული იქნება სამ ცალკეულ პროფესიაზე, რომლებიც იდენტიფიცირებულია, როგორც გარანტირებული მომავლის კომპეტენციები, რასაც ბიზნესები საჭიროებენ: კონტენტის შექმნა, მონაცემთა ანალიტიკა და ICT პროექტის მენეჯმენტი.

პროექტი მოიცავს სამ საფეხურს დაინტერესებული პირებისთვის: თეორიული ცოდნა, პრაქტიკული ცოდნა და სტაჟირება.

„ისწავლე კეთებით“ მიდგომა მსმენელებს მისცემს შესაძლებლობას დასაქმდნენ Start - Business Solutions, GeoLab ან TravelGuide App- ში.

კონტენტის შექმნა და განსაკუთრებით ვიდეოს შექმნის უნარები სასურველია ბევრ ორგანიზაციაში, რადგან ვიდეო ფორმატი გახდა საუკეთესო ინსტრუმენტი მარკეტინგისთვის  და კონტენტის შემქმნელები გახდნენ სანდო რეკლამის განმთავსებლები.

მონაცემთა ანალიზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტარტაპებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ბაზრის ტენდენციების და მათი ბიზნეს იდეების საწყისი შედეგების უფრო მკაფიო გააზრებას. მონაცემთა ანალიტიკოსის მოვალეობაა მოიძიოს და დაამუშაოს სასარგებლო ინფორმაცია, ასევე შესთავაზოს ტენდენციები ან შაბლონები ხელმისაწვდომი მონაცემების გამოყენებით, რათა დაეხმაროს კომპანიებს გადაწყვეტილების მიღებაში.

ICT პროექტების მენეჯმენტი არის მეთოდოლოგია, რომელიც აუმჯობესებს სამუშაო ეფექტურობას ორგანიზაციებისთვის მთელ მსოფლიოში. ორგანიზაციებისთვის, რომლებიც იზრდებიან ზომით და იყენებენ უფრო მეტ ციფრულ ინსტრუმენტებს ბიზნესში, უფრო მეტია ისეთი ადამიანების საჭიროება, რომლებსაც შეუძლიათ პროექტების დაგეგმვა, ორგანიზება, წარმართვა და კოორდინაცია ICT ინსტრუმენტების გამოყენებით.

პროექტის პარტნიორები

„Start – Business Solutions“ არის ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაცია. რომლის ამოცანაცაა, ბიზნეს ინტელექტუალური სერვისების შეთავაზების გზით ბიზნესებს, მათ მფლობელებს და მენეჯერებს დაეხმაროს სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებაში. ის საქართველოს ბაზარზე პირველია, რომელიც ახალ ბიზნესებს სთავაზობს კომპლექსურ სერვისს – იდეის დამუშავებიდან მის ბიზნესად ქცევასა და განვითარებამდე. 2013 წლიდან სტარტს განხორციელებული აქვს 450 პროექტზე მეტი. ჩვენი სერვისებია: • ბიზნეს მოდელის შემუშავება; • ბიზნესის დაგეგმვა; • ბაზრის კვლევა; • ახალი ბიზნესის ფორმირების ხელშეწყობა; • ბიზნეს კონცეფცია გამოკითხვა/განვითარება/მომზადება; • დაფინანსების მოზიდვა; • სტარტაპების გაყიდვების მხარდაჭერა.
TravelGuide App ციფრული კომპანიაა, რომელიც სოციალური კომერციის სფეროში ოპერირებს (წარმოადგენს სოციალური მედიისა და ელექტრონული კომერციული პლატფორმის ნაზავს: მაგალითად, რომ წარმოიდგინოთ Tiktok-ისა და Tripadvisor-ის კომბინაცია). ამ პლატფორმის მიზანი, სამოგზაურო ტრენდების შემოქმედობის დემოკრატიზაციაა ვიდეო-ტრენდების საშუალებით, რაც ხელს შეუწყობს მეტი უცნობი , სათანადოდ დაუფასებელი ადგილებისათვის ტურისტული პოტენციალის აღმოჩენას. პლატფორმა იყენებს მომხმარებლების მიერ შექმნილ ხანმოკლე ვიდეოებს, როგორც ინფლუენსერულ ხელსაწყოს, რათა დააკავშიროს ბიზნესები პოტენციურ მომხმარებლებთან: მომხმარებლების მიერ შექმნილ ვიდეოებს მათივე ნებით ებმება ლინკი ან დაჯავშნის სისტემა, რომელიც მსურველისათვის ხელმისაწვდომს ხდის სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესისაგან შეთავაზებებს („GO” ღილაკზე დაჭერის შემდგომ). სტარტაპი მუშაობს გიგ ეკონომიკის მოდელით- კონტენტის შემქნელები მიიჩნევიან დამოუკიდებელ კონტრაქტორებად და შემოსავლებს იღებენ, როგორც Go ღილაკზე კლიკების რაოდენობის მიხედვით, ასევე განსაზღვრული საკომისიოებითაც. TravelGuide App-ს მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო: 1-ლი ადგილი Get in the Ring Tbilisi-ში; 1-ლი ადგილი International Startup Battle Ukraine-ში, მე-3 ადგილი Welcome Challenge Regional Cup-ში. მათ ასევე დაიკავეს მე-3 ადგილი საქართველოში ჩატარებულ ნაციონალური დაჯილდოების ცერემონიაში, როგორც საუკეთესო ე-ტურისტული პლატფორმა 2018, ასევე გახდნენ GEClose2EU-ს ბიზნეს შეჯიბრისა და GITA-ს 100,000 ლარიანი საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები.