TravelGuide App ციფრული კომპანიაა, რომელიც სოციალური კომერციის სფეროში ოპერირებს (წარმოადგენს სოციალური მედიისა და ელექტრონული კომერციული პლატფორმის ნაზავს: მაგალითად, რომ წარმოიდგინოთ Tiktok-ისა და Tripadvisor-ის კომბინაცია). ამ პლატფორმის მიზანი, სამოგზაურო ტრენდების შემოქმედობის დემოკრატიზაციაა ვიდეო-ტრენდების საშუალებით, რაც ხელს შეუწყობს მეტი უცნობი , სათანადოდ დაუფასებელი ადგილებისათვის ტურისტული პოტენციალის აღმოჩენას. პლატფორმა იყენებს მომხმარებლების მიერ შექმნილ ხანმოკლე ვიდეოებს, როგორც ინფლუენსერულ ხელსაწყოს, რათა დააკავშიროს ბიზნესები პოტენციურ მომხმარებლებთან: მომხმარებლების მიერ შექმნილ ვიდეოებს მათივე ნებით ებმება ლინკი ან დაჯავშნის სისტემა, რომელიც მსურველისათვის ხელმისაწვდომს ხდის სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესისაგან შეთავაზებებს („GO” ღილაკზე დაჭერის შემდგომ). სტარტაპი მუშაობს გიგ ეკონომიკის მოდელით- კონტენტის შემქნელები მიიჩნევიან დამოუკიდებელ კონტრაქტორებად და შემოსავლებს იღებენ, როგორც Go ღილაკზე კლიკების რაოდენობის მიხედვით, ასევე განსაზღვრული საკომისიოებითაც.
TravelGuide App-ს მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო: 1-ლი ადგილი Get in the Ring Tbilisi-ში; 1-ლი ადგილი International Startup Battle Ukraine-ში, მე-3 ადგილი Welcome Challenge Regional Cup-ში. მათ ასევე დაიკავეს მე-3 ადგილი საქართველოში ჩატარებულ ნაციონალური დაჯილდოების ცერემონიაში, როგორც საუკეთესო ე-ტურისტული პლატფორმა 2018, ასევე გახდნენ GEClose2EU-ს ბიზნეს შეჯიბრისა და GITA-ს 100,000 ლარიანი საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები.