Upcoming Events

- This event has passed.
PRODUCT OWNER – ის კურსზე რეგისტრაცია იწყება
ივნისი 1, 2023 8:00 am - ივნისი 15, 2023 5:00 pm

StartAcademy აცხადებს მიღებას Product Owner-ის სატრენინგო კურსზე.
თუ გაქვთ გამოცდილება მომიჯნავე სფეროში საქმიანობის და გსურთ ტრანსფორმაცია Product Owner -ის როლში ან თუ უკვე ხართ Product Owner და გსურთ განავითაროთ თქვენი ცოდნა და უნარები, მაშინ ეს უნიკალური შესაძლებლობა თქვენთვისაა.
პროდაქთ ოუნერი არის ერთ-ერთი მოწინავე და მაღალანაზღაურებადი პროფესია ტექნოლოგიებში, რომელიც სულ უფრო აქტუალური და მოთხოვნადი ხდება, როგორც ქართულ ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. გლობალურ სტატისტიკას თუ მიმოვიხილავთ წლიურად საშუალოდ 110 000 – 130 000 აქტიური ვაკანსია ცხადდება ამ პოზიციაზე და დასაქმებული ადამიანების საშუალო ხელფასი მერყეობს 75 000 - 97 000 $ მდე.
ამ პროფესიაში წარმატებისთვის საჭიროა როგორც მეთოდოლოგიური ცოდნა , ასევე პიროვნული უნარები. შესაბამისად, პროგრამა მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან კომპონენტს, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ნაწილებს, რაც აუცილებელია ამ პროფესიის ადამიანისთვის.
კურსს წარუძღვება საქართველოს ბანკის Product Owner - ი თამი ჭითაშვილი.


კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია 1 ივნისიდან.