About us

Start-Academy არის ინოვაციური საგანმანათლებლო სივრცე, სადაც სამუშაოს მაძიებელი ეუფლება   ახალ და ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს, იღებს თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას.

Start აკადემია იყენებს 3 საფეხურიან საგანმანათლებლო მოდელს, რომელიც სტუდენტს აძლევს საშუალებას ნულიდან დაიწყოს მისთვის სასურველი კურსის შესწავლა და საბოლოოდ კურსის დასრულების შემდეგ თეორიულ ცოდნასთან ერთად გააჩნდეს პრაქტიკული გამოცდილებაც.

საგანმანათლებლო მოდელი მოიცავს შემდეგ საფეხურებს:

  • 1 თვიანი ონლაინ სწავლა
  • 2 თვიანი პირისპირ ტრენინგები
  • 4 თვიანი სტაჟირების პროგრამა

ჩვენი ისტორია

Start-Academy საგანმანათლებლო სივრცეში გამოჩნდა პროგრამით ‘’პროფესიული პროგრამები ICT სექტორისთვის ‘’, რომელიც დაფინანსებულია USAID Led skills development program - ის ფარგლებში.  2022 წლიდან დავიწყეთ პროექტის აქტიური ფაზა და ამჟამად შემდეგი მიმართულებებია განვითარებული:

  • ICT პროექტების მენეჯმენტი
  • მონაცემთა ანალიტიკა
  • კონტენტის შექმნა

აღნიშნულმა პროგრამამ  დიდი ინტერესი გამოიწვია და პირველ ეტაპზე პროგრამაზე რეგისტრაცია გაიარა 750-ზე მეტმა მსურველმა, პროგრამის მეორე ეტაპისთვის კი სამივე მიმართულებით შეირჩა 45 კანდიდატი და ამჟამად მიმდინარეობს კომპანიებში მენტორინგის ეტაპი. დაინტერესება კომპანიების მხრიდან მაღალია და ვფიქრობთ, რომ 15 ადამიანი აუცილებლად დასაქმდება თებერვლის ბოლოს მათ მიერ არჩეულ, ახალ პროფესიებზე მორგებულ პოზიციებზე.

პროექტის პარტნიორები

„Start – Business Solutions“ არის ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაცია. რომლის ამოცანაცაა, ბიზნეს ინტელექტუალური სერვისების შეთავაზების გზით ბიზნესებს, მათ მფლობელებს და მენეჯერებს დაეხმაროს სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებაში. ის საქართველოს ბაზარზე პირველია, რომელიც ახალ ბიზნესებს სთავაზობს კომპლექსურ სერვისს – იდეის დამუშავებიდან მის ბიზნესად ქცევასა და განვითარებამდე. 2013 წლიდან სტარტს განხორციელებული აქვს 450 პროექტზე მეტი. ჩვენი სერვისებია: • ბიზნეს მოდელის შემუშავება; • ბიზნესის დაგეგმვა; • ბაზრის კვლევა; • ახალი ბიზნესის ფორმირების ხელშეწყობა; • ბიზნეს კონცეფცია გამოკითხვა/განვითარება/მომზადება; • დაფინანსების მოზიდვა; • სტარტაპების გაყიდვების მხარდაჭერა.
TravelGuide App ციფრული კომპანიაა, რომელიც სოციალური კომერციის სფეროში ოპერირებს (წარმოადგენს სოციალური მედიისა და ელექტრონული კომერციული პლატფორმის ნაზავს: მაგალითად, რომ წარმოიდგინოთ Tiktok-ისა და Tripadvisor-ის კომბინაცია). ამ პლატფორმის მიზანი, სამოგზაურო ტრენდების შემოქმედობის დემოკრატიზაციაა ვიდეო-ტრენდების საშუალებით, რაც ხელს შეუწყობს მეტი უცნობი , სათანადოდ დაუფასებელი ადგილებისათვის ტურისტული პოტენციალის აღმოჩენას. პლატფორმა იყენებს მომხმარებლების მიერ შექმნილ ხანმოკლე ვიდეოებს, როგორც ინფლუენსერულ ხელსაწყოს, რათა დააკავშიროს ბიზნესები პოტენციურ მომხმარებლებთან: მომხმარებლების მიერ შექმნილ ვიდეოებს მათივე ნებით ებმება ლინკი ან დაჯავშნის სისტემა, რომელიც მსურველისათვის ხელმისაწვდომს ხდის სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესისაგან შეთავაზებებს („GO” ღილაკზე დაჭერის შემდგომ). სტარტაპი მუშაობს გიგ ეკონომიკის მოდელით- კონტენტის შემქნელები მიიჩნევიან დამოუკიდებელ კონტრაქტორებად და შემოსავლებს იღებენ, როგორც Go ღილაკზე კლიკების რაოდენობის მიხედვით, ასევე განსაზღვრული საკომისიოებითაც. TravelGuide App-ს მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო: 1-ლი ადგილი Get in the Ring Tbilisi-ში; 1-ლი ადგილი International Startup Battle Ukraine-ში, მე-3 ადგილი Welcome Challenge Regional Cup-ში. მათ ასევე დაიკავეს მე-3 ადგილი საქართველოში ჩატარებულ ნაციონალური დაჯილდოების ცერემონიაში, როგორც საუკეთესო ე-ტურისტული პლატფორმა 2018, ასევე გახდნენ GEClose2EU-ს ბიზნეს შეჯიბრისა და GITA-ს 100,000 ლარიანი საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები.