Start-Academy არის ინოვაციური საგანმანათლებლო სივრცე, სადაც სამუშაოს მაძიებელი ეუფლება ახალ და ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს, იღებს თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას.
Start აკადემია იყენებს 3 საფეხურიან საგანმანათლებლო მოდელს, რომელიც სტუდენტს აძლევს საშუალებას ნულიდან დაიწყოს მისთვის სასურველი კურსის შესწავლა და საბოლოოდ კურსის დასრულების შემდეგ თეორიულ ცოდნასთან ერთად გააჩნდეს პრაქტიკული გამოცდილებაც.
საგანმანათლებლო მოდელი მოიცავს შემდეგ საფეხურებს:
- 1 თვიანი ონლაინ სწავლა
- 2 თვიანი პირისპირ ტრენინგები
- 4 თვიანი სტაჟირების პროგრამა
ჩვენი ისტორია
Start-Academy საგანმანათლებლო სივრცეში გამოჩნდა პროგრამით ‘’პროფესიული პროგრამები ICT სექტორისთვის ‘’, რომელიც დაფინანსებულია USAID Led skills development program - ის ფარგლებში. 2022 წლიდან დავიწყეთ პროექტის აქტიური ფაზა და ამჟამად შემდეგი მიმართულებებია განვითარებული:
- ICT პროექტების მენეჯმენტი
- მონაცემთა ანალიტიკა
- კონტენტის შექმნა
აღნიშნულმა პროგრამამ დიდი ინტერესი გამოიწვია და პირველ ეტაპზე პროგრამაზე რეგისტრაცია გაიარა 750-ზე მეტმა მსურველმა, პროგრამის მეორე ეტაპისთვის კი სამივე მიმართულებით შეირჩა 45 კანდიდატი და ამჟამად მიმდინარეობს კომპანიებში მენტორინგის ეტაპი. დაინტერესება კომპანიების მხრიდან მაღალია და ვფიქრობთ, რომ 15 ადამიანი აუცილებლად დასაქმდება თებერვლის ბოლოს მათ მიერ არჩეულ, ახალ პროფესიებზე მორგებულ პოზიციებზე.