პროდაქტ ოუნერი

პროდაქტ ოუნერი

პროდაქტ ოუნერი

შესავალი:

პროდაქთ ოუნერი  ერთ-ერთი მოწინავე პროფესიაა ტექნოლოგიებში, რომელიც სულ უფრო აქტუალური და მოთხოვნადი ხდება როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ამ პროფესიაში წარმატებისთვის საჭიროა როგორც მეთოდოლოგიური ცოდნა - მათ შორის სტრატეგიული დაგეგმვის, ამოცანების ფორმირების, ეჯაილით პროცესების მართვის, მონაცემთა ანალიზის, ასევე პიროვნული უნარები - როგორიცაა კომუნიკაცია, გუნდის მოტივაცია და ემოციური ინტელექტი. კურსიც შესაბამისად მოიცავს ყველა მნიშვნელოვან კომპონენტს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილებს, რაც აუცილებელია ამ პროფესიაში დასაქმებული ადამიანისთვის.

კურსის მიზანი:

კურსის მიზანია, გამოცდილ პროფესიონალებს დაკავშირებული სფეროებიდან დაეხმაროს პროდაქთ ოუნერის როლში ტრანსფორმაციაში: შესაბამისი უნარებისა და ცოდნის, პრაქტიკული ინსტრუმენტების შეძენაში.

ვისთვის არის კურსი განკუთვნილი:

  • პროდუქტის მენეჯერები/მფლობელები, რომლებსაც სურთ უნარებისა და ცოდნის გაღრმავება და გაძლიერება;
  • გამოცდილი პროფესიონალები - რომლებსაც აქვთ რამდენიმეწლიანი გამოცდილება, რთული პასუხისმგებლობების მართვის, მათ შორის შესაძლოა მოიაზრებოდნენ შუა რგოლის მენეჯმენტის წარმომადგენლები.

კურსის შედეგი:

  1. შეიძინონ ის აუცილებელი ცოდნა - რაც აუცილებელია პროდუქტის მართვისთვის, მათ შორის პროდუქტის სტრატეგიის ფორმირების, მოთხოვნების იდენტიფიცირების, გადაწყვეტილებების დიზაინის, ტესტირებისა და იმპლემენტაციის მიმართულებებით;
  2. გაეცნონ პროდუქტის განვითარების თანამედროვე მეთოდოლოგიას - ეჯაილს და მის ასპექტებს;
  3. შეისწავლონ და გამოიყენონ ის ძირითადი ტექნიკური ინსტრუმენტები - რასაც ყოველდღიურად იყენებს პროდუქტის მენეჯმენტში დასაქმებული ადამიანი;
  4. გამოკვეთონ ის უნარები - რაც საჭიროა წარმატებული პროდუქტის მენეჯერებისთვის, მოახდინონ საკუთარ უნარ-ჩვევებთან შედარება და პიროვნული განვითარების გეგმის ფორმირება;
  5. დაინახონ - რა მიმართულებით სურთ კარიერული განვითარება, რა ტიპის პროდუქტებზე ისურვებდნენ დასაქმებას და დასახონ კარიერული განვითარების გეგმა და მთავარი აქტივობები;

კურსის ხანგრძლივობა

  • 9 შეხვედრა, 27 საათი;
  • კვირაში ორი შეხვედრა - ჯამში 3 საათით (1 საათი თეორიული / 1 საათი პრაქტიკული ჯგუფურად / 1 საათი პრაქტიკულის განხილვა);
  • კურსი იწყება 16 ივნისს და სრულდება 12 ივლისს.

კურსის სამუშაო დიზიანი:

  1. ტრენინგი - რომელიც ორი ნაწილისგან შედგება - თეორიული კონცეფციების გადაცემა და პრაქტიკული აქტივობების განხორციელება -  ტრენინგები ჩატარდება ფიზიკურად.

მოთხოვნები ტრენინგის მონაწილეებთან:

სასურველია, ტრენინგის მონაწილეს ჰქონდეს რამდენიმეწლიანი სამუშაო გამოცდილება და მენეჯმენტთან დაკავშირებული საბაზისო ცოდნა და უნარები - მათ შორის კომუნიკაციის, პრეზენტირების, ინფორმაციის მოგროვებისა და ანალიზის; 

ტრენინგზე დასწრებამდე ჩატარდება პირველადი გასაუბრება, ძირითადი უნარების შესაფასებლად.

შეფასება:

კურსის წარმატებით დასასრულებლად საჭიროა პროდუქტის განვითარების სტრატეგიის და გეგმის მომზადება და პრეზენტაციის წარდგენა;

გამოყენებული და სასწავლო ლიტერატურა:

  1. Inspired: How to Create Tech Products Customers Love by Marty Cagan
  2. The Lean Startup: How Today's Entrepreneurs Use Continuous Innovation to Create Radically Successful Businesses by Eric Ries
  3. Empowered: Ordinary People, Extraordinary Products by Marty Cagan & Chris Jones
  4. Sprint: Solve Big Problems and Test New Ideas in Just Five Days By Jake Knapp, John Zeratsky, and Braden Kowitz
  5. Scrum Guide & Evidence based management by Scrum.org
  6. ტრენერის მიერ მომზადებული რიდერები
  7. თემატური ვიდეო ლექციები

საჭირო ტექნოლოგიები,რომლებსაც კურსის განმავლობაში გამოვიყენებთ:

1.           Jira

2.           wireframe.cc

3.           Surveymonkey.com / google form

4.           Miro

5.           Excel

6.           Power Point

 

იხილეთ მეტიდახურვა

ტრენერი