ICT პროექტის მენეჯმენტი

ICT პროექტის მენეჯმენტი

ICT პროექტის მენეჯმენტი

შესავალი

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგია (ICT) ეხება როგორც სხვადასხვა ტიპის საკომუნიკაციო ქსელებს, ასევე მათში გამოყენებულ ტექნოლოგიებს. ICT სექტორი აერთიანებს წარმოებისა და მომსახურების ინდუსტრიებს, რომელთა პროდუქტები ძირითადად ასრულებენ ან უზრუნველყოფენ ინფორმაციის დამუშავებისა და კომუნიკაციის ფუნქციას ელექტრონული საშუალებებით, მათ შორის გადაცემისა და ჩვენების (OECD Library).

სფეროს სიდიდიდან გამომდინარე, ICT სექტორში წარმოდგენილია პოზიციების, ქვესფეროების და პროექტების ტიპების მრავალფეროვნება, ამიტომ სექტორში მომუშავე პროფესიონალებისთვის აუცილებელია პროექტების მართვის ორივე მიდგომის, როგორც კასკადურის (Waterfall), ასევე ეჯაილის (Agile) ცოდნა და გამოყენება პრაქტიკაში. შესაბამისად, კურსი ააწყობილია ე.წ. ჰიბრიდული მიდგომით და მოიცავს ორივე მიდგომას და მათში შემავალ ყველაზე გამოყენებად მეთოდოლოგიებს და ხელსაწყოებს.

 

რენინგის ზოგადი აღწერილობა

კურსის მიზანი

კურსის მიზანია დამსწრეებს შესძინოს პროექტების მართვის ღრმა და სისტემური ცოდნა, აგრეთვე განუმტკიცოს პრაქტიკული საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევები; შეასწავლოს ის ძირითადი მეთოდები, მოდელები, ხელსაწყოები და ტექნოლოგიები, რაც პროექტების ეფექტური და ეფექტიანი მართვისაა საჭირო.

 

კურსის შედეგი

კურსის გავლის შედეგად დამსწრეებს ექნებათ პროექტების მართვის სფეროში საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები რომელსაც შეძლებენ დამოუკიდებლად გამოიყენონ პრაქტიკაში.

კურსის გავლის შემდეგ დამსწრეებს შეეძლებათ

  • კასკადური და ეჯაილ მიდგომების, მეთოდების და ხელსაწყოების პრაქტიკაში გამოიყენება
  • საჭირო მიდგომის და მეთოდის არჩევა
  • საჭირო არტეფაქტების შექმნა: პროექტის დაწყებისთვის, დაგეგმისთვის, შესრულებისა და დახურვისთვის, შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში და ტემპლეიტების გამოყენებით
  • სქრამ ჩარჩო და კანბან მეთოდის გამოყენება
  • ClickUp.com პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება

კურსის სამუშაო დიზაინი:

კურსი შედგება ორი ნაწილისგან:

1. თვითსწავლება

თვითსწავლების მიზანია მსმენელს შეექმნას პროექტების მართვის სფეროზე ზოგადი წარმოდგენა და მოიცავს ატვირთული ვიდეოების და ტრენერის მიერ მომზადებული რიდერების შესწავლას დამოუკიდებლად, ონლაინ რეჟიმში.

2. ტრენინგი

შერჩეულ კანდიდატებთან, ტრენინგი ჩატარდება ფიზიკურად. სულ 9 შეხვედრა, თითეული შეხვედრა გრძელდება 3 საათი, პირველი შეხვედა - 4 საათი. სულ 28 საათი, კვირაში 2 დღე. ყოველი საკონტაქტო შეხვედრის 1/3 ეთმობა თეორიულ ახსნას, ხოლო 2/3 პრაქტიკას სამუშაო ჯგუფებში.

ვისთვისაა განკუთვნილი კურსი:

ICT სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის, დაინტერესებული პირებისთვის, ვისაც უწევთ (ან მოუწევთ) შეხება პროექტების მართვასთან.

კურსი დაფუძნებულია შემდეგ საერტაშორისო სტანდარტებზე:

  1. PMBOK 6th and 7th, Project Management Body of Knowledge, by Project Management Institute (PMI);
  2. Adheres to ISO 21500: 2012, Guidance on Project Management
  3. IPMA ICB 4.0 competency baseline.

გამოყენებული და სასწავლო ლიტერატურა:

  1. პროექტის მენეჯმენტი (PMBOK Guide 5th), PMI, 2014 წელი
  2. პროექტის მართვა მარტივად, სტენლი ი. პორტნი, 2016 წელი
  3. სქრამის სახელმძღვანელო, კენ შვაბერი და ჯეფ საზერლენდი, 2020
  4. კანბანის სახელმძღვანელო სქრამ გუნდებისთვის, Scrum.org, 2019
  5. ტრენერის მიერ მომზადებული რიდერი
  6. თემატური ვიდეო ლექციები

გამოყენებული პროფესიული პროგრამული უზრუნველყოფა:

Clickup.com

 

 

იხილეთ მეტიდახურვა

ლექციები

  1. ლექცია 1 (ICT პროექტის მენეჯმენტი)

  2. ლექცია 2 (ICT პროექტის მენეჯმენტი)

  3. ლექცია 3 (ICT პროექტის მენეჯმენტი)

  4. ლექცია 4 (ICT პროექტის მენეჯმენტი)

  5. ლექცია 5 (ICT პროექტის მენეჯმენტი)

  6. ლექცია 6 (ICT პროექტის მენეჯმენტი)

  7. ლექცია 7 (ICT პროექტის მენეჯმენტი)

  8. ლექცია 8 (ICT პროექტის მენეჯმენტი)

  9. ლექცია 9 (ICT პროექტის მენეჯმენტი)

ტრენერი