ICT პროექტის მენეჯმენტი

ICT პროექტის მენეჯმენტი

ICT პროექტის მენეჯმენტი

შესავალი

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგია (ICT) ეხება როგორც სხვადასხვა ტიპის საკომუნიკაციო ქსელებს, ასევე მათში გამოყენებულ ტექნოლოგიებს. ICT სექტორი აერთიანებს წარმოებისა და მომსახურების ინდუსტრიებს, რომელთა პროდუქტები ძირითადად ასრულებენ ან უზრუნველყოფენ ინფორმაციის დამუშავებისა და კომუნიკაციის ფუნქციას ელექტრონული საშუალებებით, მათ შორის გადაცემისა და ჩვენების (OECD Library).

სფეროს სიდიდიდან გამომდინარე, ICT სექტორში წარმოდგენილია პოზიციების, ქვესფეროების და პროექტების ტიპების მრავალფეროვნება, ამიტომ სექტორში მომუშავე პროფესიონალებისთვის აუცილებელია პროექტების მართვის ორივე მიდგომის, როგორც კასკადურის (Waterfall), ასევე ეჯაილის (Agile) ცოდნა და გამოყენება პრაქტიკაში. შესაბამისად, კურსი ააწყობილია ე.წ. ჰიბრიდული მიდგომით და მოიცავს ორივე მიდგომას და მათში შემავალ ყველაზე გამოყენებად მეთოდოლოგიებს და ხელსაწყოებს.

რენინგის ზოგადი აღწერილობა

კურსის მიზანი

კურსის მიზანია დამსწრეებს შესძინოს პროექტების მართვის ღრმა და სისტემური ცოდნა, აგრეთვე განუმტკიცოს პრაქტიკული საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევები; შეასწავლოს ის ძირითადი მეთოდები, მოდელები, ხელსაწყოები და ტექნოლოგიები, რაც პროექტების ეფექტური და ეფექტიანი მართვისაა საჭირო.

კურსის შედეგი

კურსის გავლის შედეგად დამსწრეებს ექნებათ პროექტების მართვის სფეროში საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები რომელსაც შეძლებენ დამოუკიდებლად გამოიყენონ პრაქტიკაში.

კურსის გავლის შემდეგ დამსწრეებს შეეძლებათ

  • კასკადური და ეჯაილ მიდგომების, მეთოდების და ხელსაწყოების პრაქტიკაში გამოიყენება
  • საჭირო მიდგომის და მეთოდის არჩევა
  • საჭირო არტეფაქტების შექმნა: პროექტის დაწყებისთვის, დაგეგმისთვის, შესრულებისა და დახურვისთვის, შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში და ტემპლეიტების გამოყენებით
  • სქრამ ჩარჩო და კანბან მეთოდის გამოყენება
  • ClickUp.com პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება

კურსის სამუშაო დიზაინი:

კურსი შედგება ორი ნაწილისგან:

1. თვითსწავლება

თვითსწავლების მიზანია მსმენელს შეექმნას პროექტების მართვის სფეროზე ზოგადი წარმოდგენა და მოიცავს ატვირთული ვიდეოების და ტრენერის მიერ მომზადებული რიდერების შესწავლას დამოუკიდებლად, ონლაინ რეჟიმში.

2. ტრენინგი

შერჩეულ კანდიდატებთან, ტრენინგი ჩატარდება ფიზიკურად. სულ 9 შეხვედრა, თითეული შეხვედრა გრძელდება 3 საათი, პირველი შეხვედა - 4 საათი. სულ 28 საათი, კვირაში 2 დღე. ყოველი საკონტაქტო შეხვედრის 1/3 ეთმობა თეორიულ ახსნას, ხოლო 2/3 პრაქტიკას სამუშაო ჯგუფებში.

ვისთვისაა განკუთვნილი კურსი:

ICT სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის, დაინტერესებული პირებისთვის, ვისაც უწევთ (ან მოუწევთ) შეხება პროექტების მართვასთან.

კურსი დაფუძნებულია შემდეგ საერტაშორისო სტანდარტებზე:

  1. PMBOK 6th and 7th, Project Management Body of Knowledge, by Project Management Institute (PMI);
  2. Adheres to ISO 21500: 2012, Guidance on Project Management
  3. IPMA ICB 4.0 competency baseline.

გამოყენებული და სასწავლო ლიტერატურა:

  1. პროექტის მენეჯმენტი (PMBOK Guide 5th), PMI, 2014 წელი
  2. პროექტის მართვა მარტივად, სტენლი ი. პორტნი, 2016 წელი
  3. სქრამის სახელმძღვანელო, კენ შვაბერი და ჯეფ საზერლენდი, 2020
  4. კანბანის სახელმძღვანელო სქრამ გუნდებისთვის, Scrum.org, 2019
  5. ტრენერის მიერ მომზადებული რიდერი
  6. თემატური ვიდეო ლექციები

გამოყენებული პროფესიული პროგრამული უზრუნველყოფა:

Clickup.com

თვითსწავლების კურსის აღწერილობა

( 9 თემა. 14 საათი )

  1. შესავალი პროექტების მართვაში
  • პროექტების მართვის არსი
  • ძირითადი მიდგომები და მეთოდები
  • ძირიტადი განმარტებები
  • პროექტის მენეჯერი და მისი როლი
  • პროექტის სასიცოცხლო ციკლი
  • პროექტის დასაწყისი

ლიტერატურა:

  • ვიდეო
  • რიდერი

2. სტეიკჰოლდერები და კომუნიკაცია

  1. სტეიკჰოლდერების არსი და მნიშვნელობა
  2. კომუნიკაციების არსი და მნიშვნელობა პროექტებში
  3. დაგეგმვის მეთოდები და საჭიროება

ლიტერატურა:

  • ვიდეო
  • რიდერი

3. პროექტის შინაარსი

  1. პროექტის შინაარსის განმარტება
  2. მნიშვნელობა
  3. დაგეგმვის მეთოდები და საჭიროება

ლიტერატურა:

  • ვიდეო
  • რიდერი

4. განრიგი

  1. პროექტის დროის მართვის არსი
  2. განრიგის აგების საფუძვლები
  3. განრიგის აგების ხელსაწყოები

ლიტერატურა:

  • ვიდეო
  • რიდერი

5. რესურსები და ხარჯები

  1. პროექტში გამოყენებული რესურსების კლასიფიკაცია
  2. პროექტის გუნდის არსი
  3. პროექტის ხარჯების ბაზისი
  4. პროექტის ბიუჯეტის აგებულება
  5. დაგეგმვის ხელსაწყოები

ლიტერატურა:

  • ვიდეო
  • რიდერი

6. რისკები

  1. რისკების მართვის არსი და განმარტება
  2. რისკების მართვის არსი და თანამედროვე ტენდენციები
  3. დაგეგმვის ხელსაწყოები

ლიტერატურა:

  • ვიდეო
  • რიდერი

7. ეჯაილი

  1. ეჯაილის განმარტება
  2. 4 ღირებულება და 12 პრინციპი
  3. ეჯაილის მეთოდები

ლიტერატურა:

  • ვიდეო
  • რიდერი

8. სქრამი და კანბანი

  1. სქრამის არსი
  2. სქრამის ჩარჩო
  3. კანბანის არსი
  4. კანბანის დაფა

ლიტერატურა:

  • ვიდეო
  • რიდერი

9. პროგრამული უზრუნველყოფა პროექტების მართვაში

  1. ყველაზე ხშირად გამოყენებადი პროგრამული უზრუნველყოფის ტოპ 10
  2. ClickUp
  3. MS Project
  4. Teams & Planner
  5. Trello

ლიტერატურა:

  • ვიდეო
  • რიდერი

საკონტაქტო ტრენინგ კურსის აღწერილობა

( 9 შეხვედრა, ჯამური საკონტაქტო 28 საათი )

  1. პროექტების მართვა და პროექტის დაწყება

ტრენინგ კურსის შინაარსის/სტრუქტურის გაცნობა

  1. PM-ის მეთოდები (ეჯაილი და კასკადური)
  2. პროექტის მენეჯერის პასუხისმგებლობა
  3. პროექტის შეზღუდვები
  4. პროექტის სასიცოცხლო ციკლი
  5. პროექტის დაწყება
  6. პროექტის წესდება და პროექტის ინიცირების დოკუმენტი

პრაქტიკული - პროექტის ინიცირების დოკუმენტის შექმნა

ლიტერატურა (1)(2)

2. დაინტერესებული მხარეები (სტეიკჰოლდერები) და კომუნიკაცია

  1. დაინტერესებული მხარეების იდენტიფიკაცია
  2. დაინტერესებული მხარეების ანალიზი
  3. დაინტერესებული მხარეების მართვის მატრიცის მომზადება
  4. კომუნიკაცია და კომუნიკაციის მოდელი
  5. კომუნიკაციის მართვის გეგმის მომზადება

პრაქტიკული – დაინტერესებული მხარეების და კომუნიკაციის მატრიცის მომზადება

ლიტერატურა (1)(2)

3. პროექტის შინაარსი

  1. პროექტის შინაარსი
  2. პროექტის შინაარსის განაცხადი
  3. სამუსაოთა დეკომპოზიციის სტრუქტურის (WBS) შედგენა
  4. Clickup რეგისტრაცია და ახსნა

პრაქტიკული  - WBS მომზადება

ლიტერატურა (1)(2)

4. განრიგი

  1. აქტივობების განსაზღვრა
  2. დამოკიდებულებები
  3. დროის შეფასება
  4. განტის დიაგრამა
  5. ქსელური დიაგრამა
  6. კრიტიკული თასქები და ფლოუტები
  7. განრიგის კონტროლი

პრაქტიკული -  განტის დიაგრამის შექმნა Clickup-ში

ლიტერატურა (1)(2)

5. რესურსები და ხარჯები

  1. რესურსების შეფასება და ალოკაცია
  2. ადამიანური რესურსების მართვის სპეციფიკა
  3. ხარჯის ბაზისის შედგენა
  4. პროექტის ბიუჯეტის შედგენა
  5. ხარჯების კონტროლი

პრაქტიკული - პროექტის ბიუჯეტის შედგენა და რესურსების ალოკაცია clickup-ში

ლიტერატურა (1)(2)

6. რისკები

  1. რისკის თვისებები და სახეები
  2. რისკების იდენტიფიცირება და
  3. რისკების ანალიზი
  4. რისკებზე რეაგირების სტრატეგიები
  5. რისკების მართვის გეგმა

პრაქტიკული - რისკების მართვის გეგმის მომზადება

ლიტერატურა (1)(2)

7. ეჯაილი და სქრამი

  1. ეჯაილი
  2. სქრამ ჩარჩო
  3. როგორ მუშაობს სქრამი

პრაქტიკული – სქრამი პრაქტიკაში (შედეგი სქრამის მუშაობის გატესტვა სიმულაციურ გარემოში)

ლიტერატურა (3)

8. სქრამის დაგეგმვა

  1. შინაარსი
  2. დრო
  3. ხარჯები

პრაქტიკული – სქრამის დაგეგმვის სავარჯიშოების, ხელსაწყოების და ქეისების განხილვა  (შედეგი - სქრამის დაგეგმვის შესწავლა)

ლიტერატურა (3)

9. კანბანი

  1. კანბანი
  2. მოდელი და დაგეგმვა
  3. კანბან დაფა

პრაქტიკული – კანბან ბორდში მუშაობის შესწავლა Clickup-ში

ლიტერატურა (4)

Course Intro Video

ლექციები

  1. ლექცია 1 (ICT პროექტის მენეჯმენტი)

  2. ლექცია 2 (ICT პროექტის მენეჯმენტი)

  3. ლექცია 3 (ICT პროექტის მენეჯმენტი)

  4. ლექცია 4 (ICT პროექტის მენეჯმენტი)

  5. ლექცია 5 (ICT პროექტის მენეჯმენტი)

  6. ლექცია 6 (ICT პროექტის მენეჯმენტი)

  7. ლექცია 7 (ICT პროექტის მენეჯმენტი)

  8. ლექცია 8 (ICT პროექტის მენეჯმენტი)

  9. ლექცია 9 (ICT პროექტის მენეჯმენტი)

ტრენერი