მონაცემთა ანალიტიკა

მონაცემთა ანალიტიკა

მონაცემთა ანალიტიკა

კურსის მიზანი

კურსის მიზანია მონაცემთა ანალიზით დაინტერესებულ ადამიანებს დაეხმაროს ამ სფეროში მათთვის ყველაზე ახლოს მდგომი როლის განსაზღვრაში, ამ როლისთვის საჭირო უნარების დაიდენტიფიცირებასა და საწყის დონეზე შესწავლაში.

კურსის შედეგი

კურსის გავლის შემდეგ დამსწრეები შეძლებენ

  1. დააიდენტიფიცირონ ის უნარები, რომლებიც საჭიროა იმისთვის რომ შეძლონ მონაცემთა ანალიზის მიმართულებით მათთვის სასურველ როლში მუშაობა;
  2. განსაზღვრონ თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ კომპანია/დამსაქმებელი გახდეს მონაცემებით მართული, გაეცნობიან მონაცემებით მართული კომპანიების მაგალითებს და შეძლებენ თავიანთ საქმიანობას და რეალურ პრობლემებს მოარგონ ანალიტიკური გადაწყვეტები;
  3. გაიგებენ თუ როგორ ხდება მონაცემების შეგროვება, შენახვა, როგორია მათი სტრუქტურა და შეძლებენ მარტივი მონაცემთა მანიპულაციების გაკეთებას SQL-ის გამოყენებით;
  4. შეისწავლიან თუ როგორ უნდა მოამზადონ მონაცემები ანალიტიკისთის და შემდეგომ რა ტიპის ანალიტიკა შეიძლება გაკეთდეს ამ მონაცემებით;
  5. გაეცნობიან ისეთ თემებს, როგორებიც არის ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა მეცნიერება, მანქანური სწავლება;
  6. გაიგებენ მონაცემთა ვიზუალიზაციის მნიშვნელოვნების შესახებ და აითვისებენ მის საწყისებს Power BI-ს საშუალებით ;
  7. მიიღებენ საკმარის უნარებს და ცოდნას იმისთვის, რომ თავიანთ საქმიანობაში მიიღონ მონაცემთა ანალიტიკაზე დაყრდნობილი დროული და სწორი გადაწყვეტილებები.

კურსის წინაპირობა

კურსის გასავლელად არ არის აუცილებელი წინასწარი გამოცდილება და თეორიული ცოდნა, საკმარისია მონაცემთა ანალიზით ინტერესი და მისი გამოყენების სურვილი თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში.

კურსის ხანგრძლივობა

9 შეხვედრა, 28 საათი

 

 

იხილეთ მეტიდახურვა

ლექციები

  1. ლექცია 1 (მონაცემთა ანალიტიკა)

  2. ლექცია 2 (მონაცემთა ანალიტიკა)

  3. ლექცია 3 (მონაცემთა ანალიტიკა)

  4. ლექცია 4 (მონაცემთა ანალიტიკა)

  5. ლექცია 5 (მონაცემთა ანალიტიკა)

  6. ლექცია 6 (მონაცემთა ანალიტიკა)

  7. ლექცია 7 (მონაცემთა ანალიტიკა)

ტრენერი