ტრენინგის ზოგადი აღწერილობა
კურსის მიზანი
კურსის მიზანია მსურველებს შეასწავლოს:
- ვიდეო კონტენტის შექმნისათვის საჭირო მოწყობილობები და კომპიუტერული თუ მობაილ პროგრამები;
- ამ სფეროში აპრობირებული ხერხები და ხრიკები საუკეთესო შედეგის მისაღებად;
- კონტენტის შინაარსის თუ ვიზუალური მხარის წინასაწარ დაგეგმვა და გაწერა;
- სწორი საკომუნიკაციო ტონისა და საკომუნიკაციო არხების არჩევა მაქსიმალურ რიჩზე გასასვლელად;
- სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და კვლევა.
- კონტენტ-მეიქინგის განვითარების ისტორია, ახლანდელი შესაძლებლობები და სამომავლო პერსპექტივა.
- გუნდურად მუშაობის დროს როლების სწორად გადანაწილება.
კურსის შედეგი
კურსის გავლის შედეგად დამსწრეებს ექნებათ სფეროში საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები რომელსაც შეძლებენ დამოუკიდებლად გამოიყენონ პრაქტიკაში.
კურსის გავლის შემდეგ დამსწრეებს შეეძლებათ
- კონტენტის შექმნა, გაწერა და ვიზუალური მხარის შემუშავება
- სწორი სამიზნე ჯგუფის შერჩევა და შესაბამისი ტექნიკების გამოყენებით განსაზღღვრულ შედეგებზე გასვლა.
- საჭირო მიდგომის და მეთოდის არჩევა
კურსის სამუშაო დიზაინი:
კურსი შედგება ორი ნაწილისგან:
1. თვითსწავლება
თვითსწავლების მიზანია მსმენელს შეექმნას ზოგადი წარმოდგენა კონტენტის შექმნის მიმართულებაზე და მოიცავს ატვირთული ვიდეოების და ტრენერის მიერ მომზადებული რიდერების შესწავლას დამოუკიდებლად, ონლაინ რეჟიმში.
2. ტრენინგი
შერჩეულ კანდიდატებთან, ტრენინგი ჩატარდება ფიზიკურად. სულ 16 შეხვედრა, 8 კვირის განმავლობაში. სულ 28 საათი, კვირაში 2 დღე. ყოველი საკონტაქტო შეხვედრის 1/3 დაეთმობა პრაქტიკუს სამუშაოებს.
ვისთვისაა განკუთვნილი კურსი:
კურსი არის განსაზღვრული იმ ადამიანებისათვის:
- რომლებსაც აქვთ საბაზისო ტექნოლოგიური ცოდნა (შეუძლიათ კომფორტულ დონეზე მობილური ტელეფონისა და კომპიუტერის/ლეპტოპის გამოყენება)
- დაინტერესებულები არიან რომ თავიანთი კარიერა დაუკავშირონ ვიდეო-პროდაქშენს, პირადი ვიდეო-ბლოგის მართვას, ინფლუენსერობას ან/და კრეატიულ სარეკლამო სფეროს.
- შეუძლიათ ინგლისურენოვან ტექსტურ თუ ვიდეოფორმატის მასალის გაცნობა.
რესურსები:
[I] ძირითადი ლიტერატურა: ლექტორისა და დამხმარე სპეციალისტების მიერ მომზადებული რიდერები და პრეზენტაციები, მათ შორის, რომლებიც ეყრდნობა დამატებითი მასალებიდან აღებულ შინაარსს.
[II] დამატებითი მასალები: ინტერნეტ რესურსები, ვიდეომასალები.