თანამედროვე მენეჯმენტი და ლიდერობა

თანამედროვე მენეჯმენტი და ლიდერობა

თანამედროვე მენეჯმენტი და ლიდერობა

შინაარსი:

მაღალ ტურბულენტურ გარემოში, რომელშიც ბოლო სამი წელია ვართ, ყველა ორგანიზაციის დღის წესრიგია თავიდან გადაიხედოს მენეჯმენტის არსებული პრაქტიკა და განახლებული მიდგომებით და შემართებით გააგრძელოს გუნდმა  წარმატებული კომპანიის მართვა.
ამ პროცესში ლიდერობის გადააზრება და მასზე სიმძიმის ცენტრის გადატანა,  უკეთესი შედეგების წინაპირობა და გასაღებია. 
ყველა ინდივიდს, გუნდს და  ორგანიზაციას სჭირდება გადახალისება და ახლებური შემართება. 
ეს ტრენინგ მოდული მიმდინარე გამოწვევებზე რეფლექსიის, თვითგამორკვევის, გუნდის მართვის და ლიდერობის  გადააზრების, ინსპირაციის და  ეფექტური ტექნიკების კომბინაციაა, რომელიც ორგანიზაციას ახალ სუნთქვას უხსნის და ადამიანებს მეტად რეალიზებულს ხდის საერთო მიზნების მიღწევის გზაზე. 

 

კურსის მიზანი:

კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს თანამედროვე მენეჯმენტის უახლესი მიდგომები, თეორიები და პრაქტიკები. გაუუმჯობესოს მართვის, ლიდერობის, კომუნიკაციის უნარები და ემოციური ინტელექტი.

 

კურსის შედეგი:

კურსის შედეგად მსმენელებს ეცოდინებათ

  • თანამედროვე მენეჯმენტის სიახლეები და შეძლებენ გამოიყენონ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში;
  • კრიზისულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების მიღების და აღსრულების ეფექტური მიდგომები;
  • გაუუმჯობესდებათ ინტერპერსონალური უნარები და ლიდერული თვისებები;
  • საკუთარი ემოციური ინტელექტის ძლიერი და სუსტი მხარეები.

სატრენინგო კურსის აღწერილობა:

( 16 საათი )

კურსი შესაძლოა განაწილდეს კვირაში 2 დღეზე ( 8 შეხვედრა / თითო შეხვედრა 2 საათი ) 

(შეხვედრების ორგანიზება შესაძლებელია დამკვეთის სურვილისამებრ)

ტრენინგის ღირებულება ერთი ჯგუფისთვის შეადგენს 5000 ლარს

ჯგუფში დასაშვებია მაქსიმუმ 15 მსმენელი

 

 

იხილეთ მეტიდახურვა

ტრენერი